გურამ მაჭარაშვილი: პარლამენტი თუ არალეგიტიმურია, თავიანთ ოფისში იარონ, არალეგიტიმურ პარლამენტში რატომ დადიან? ყველამ კარგად ვიცით, გახარიამ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო

მაჭარაშვილი

ყველამ კარგად ვიცით, გახარიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღო. პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ყველა ველზე დამარცხებულმა ადამიანმა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ცდილობს, გაბრაზებული ამომრჩეველი შემოირიგოს.

„კითხვა მაქვს, თუ პარლამენტი არალეგიტიმურია და მხოლოდ თავად არიან ლეგიტიმურები, მაშინ თავიანთ ოფისში იარონ, არალეგიტიმურ პარლამენტში რატომ დადიან? – ყველამ კარგად ვიცით, გახარიამ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო. პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ყველა ველზე დამარცხებულმა ადამიანმა. პარლამენტში შემოსვლას პოლიტიკური თავშესაფრის გამო ცდილობენ. დამარცხდნენ ქუჩაში, არჩევნებში, მათ შორის უცხოეთში და ახლა თქვეს, რომ დაფინანსება მაინც მოიპოვონ და იმუნიტეტი ჰქონდეთ. ცდილობენ, გაბრაზებული ამომრჩეველი შემოირიგონ. ერთი წლის წინ უთხრეს, ბოიკოტია სწორიო და ამომრჩეველმა წითელი აუნთო, ახლა თქვეს, რომ პარლამენტში შემოვიდოდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.