„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება...“ – ჯორჯინა უზკატეგუი
1764060485
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და არა მარტო მან, კარგად იციან, რომ წლებია, მათივე ინსტიტუტების შეფასებით, საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა მარკ რუტეს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი. ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება“.
„ნატო-ს გენერალურ მდივანს როცა არ აქვს მკაფიო პასუხი, მაშინ ასეთ ძალიან ზოგად და შეურაცხმყოფელ პასუხებს სცემენ ხოლმე. მან კარგად იცის და არა მარტო მან ნატო-ში, რომ წლებია, საქართველო მზადაა, მათივე ინსტიტუტების შეფასებით, ნატო-ში გასაწევრიანებლად. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კარგად იცის, რომ ქართველი ჯარისკაცების გარდა, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ვერავინ იბრძოდა, იქნებოდა სიმამაცით, თუ პროცენტული მონაწილეობით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ეს ნატო-ს პირდაპირი აღიარებაა. საქართველო ნატო-ს ჯარებსა და სამშვიდობო მისიებში ისეთი მასშტაბებით და ისეთი ხარისხით მონაწილეობდა, რომ ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნები. ახლა საუბრობს იმაზე, რომ სურვილი თუ აქვთ, იმეცადინონო და ა.შ. როცა გვითხრეს, კარგად ხართ მომზადებულიო? მაშინ ამ ვიდეოებს ვაჩვენებთ. იმასაც, როცა თავად ამბობენ, რომ საქართველო მზადაა ნატო-ში გასაწევრიანებლად, უბრალოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღებიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.