1770841551
გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: არანაირი სანდოობით აღარ სარგებლობს თავად ამერიკაშიც კი ეს კომისია, მითუმეტეს ქალბატონი თორნტონი, რომელიც ასევე არ სარგებლობს არანაირი პატივისცემით თავისივე ქვეყანაში
არანაირი სანდოობით აღარ სარგებლობს თავად ამერიკაშიც კი ეს კომისია, მითუმეტეს ქალბატონი თორნტონი, რომელიც ასევე არ სარგებლობს არანაირი პატივისცემით თავისივე ქვეყანაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც ლორა თორნტონი საუბრობს, რომ რატომ იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც აკრძალავს შავი ფულის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში, მერე იქვე ამბობს რატომაც. უნდათ, რომ გზები მოძებნონ საქართველოში შავი ფულის შემოსაშვებად.
„თორნტონი თავისივე წინადადებას, თვითონვე ეწინააღმდეგება, თავისი კომისიით და მისი გამოსვლებით არის დეგრადირებული ეს მთელი ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.












