საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება
1770886789
საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, განგაშის წითელი სიგნალი გამოაცხადა ოთხ დეპარტამენტში: სავოიაში, ოდიში, ჟირონდაში და ლო-ე-გარონში, ზვავების, ძლიერი ქარის და ბოლო ორში, წყალდიდობის საშიშროების გამო.
ლანდის რეგიონში, ძლიერი ქარის შედეგად, სატვირთო ავტომობილს ხის ტოტი დაეცა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
ფრანგული მედიის ცნობით, ახალ-აკვიტანიასა და ოქსიტანიაში 850 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხალ "ნილსის" ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით გავლისას, ღამით, 162 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარის ნაკადები დაფიქსირდა.
კიდევ 32 დეპარტამენტში, ბრეტანიდან კორსიკამდე, ალპების ჩათვლით, ძლიერი ქარის, ზვავების, ძლიერი წვიმების და წყალდიდობის საშიშროების გამო, ნარინჯისფერი განგაშის სიგნალი გამოცხადდა.