გურამ მაჭარაშვილი: ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე

გურამ მაჭარაშვილი

ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე, - განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

„ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე. მან მადლობაც გადაუხადა საქართველოს საზოგადოებას, სახელმწიფოს, ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, როგორც პოზიციონირებს დღეს საქართველო. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.