1771362523
„გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გრძელდება
პარლამენტში „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გრძელდება. ინიციატივის მიხედვით, ფართოვდება გრანტის ცნება, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით ხდება დასჯადი სახელმწიფო ორგანოების არაღიარება.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებების მიღება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და გარე ძალების მხრიდან დაფინანსებული დესტრუქციული სცენარების თავიდან აცილების მიზნით გახდა საჭირო.











