„გრანტების კანონში“ დაინიცირდა ცვლილება, რომლის თანახმად ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ და ერაზმუს+ ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა აღარ დასჭირდება

პარლამენტის ფოიე

„გრანტების კანონში“ დაინიცირდა ცვლილება, რომლის თანახმად ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა აღარ დასჭირდება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველო ახორციელებს რა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას, ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რიკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკებს თვალსაზრისით.

„არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, შესაბამის თანხმობას საჭიროებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტები. საქართველო ახორციელებს რა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას (ფულადი შენატანების სახით), ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რიკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკებს თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.