გოგა ხაინდრავა ლორა თორნტონზე: პარიზელი ქაჯუნას კურატორი და დამფინანსებელი! საქართველოს დაუძინებელი მტერი! ბრძანება გაცემულია. ქაჯუნა ბიზნესთან შეხვედრებს იწყებს - იქნებ, როგორმე დააქციონ ქვეყანა

გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება.

„ლ. თორნტონი: „საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს!“

პარიზელი ქაჯუნას კურატორი და დამფინანსებელი! საქართველოს დაუძინებელი მტერი!
ბრძანება გაცემულია! ქაჯუნა ბიზნესთან შეხვედრებს იწყებს! იქნებ, როგორმე დააქციონ ქვეყანა!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდეს.