Global Finance-ის ე.წ. ანგარიში რეალობას აცდენილია და აშკარაა, რომ ავტორები დაკვეთით მოქმედებენ - ოთარ ანგურიძე

 თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძეგამოცემა Global Finance-ის ანგარიშს ეხმაურება, რომელმაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა შეაფასა. როგორც ოთარ ანგურიძე წერს, სახეზეა კიდევ ერთი მიკერძოებული, რომელიღაც კერძო გამოცემის ე.წ. ანგარიში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებია შეფასებული.

მისი თქმით, თუ გამოცემას ვენდობით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სუსტია. თუ მათ შეფასებას კარგად ჩავხედავთ, თითქმის არც ერთი მათ მიერ წარმოდგენილი ვითომ ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება.

"გავყვეთ პუნქტობრივად და ვნახავთ, რომ სინამდვილეში ფაქტები არის ეს:

· მკაცრი და გონივრული მონეტარული პოლიტიკა - 2023-2024 წლებში, სებ-ში ნათია თურნავას მმართველობის პერიოდში, ინფლაცია რეკორდულად დაბალია და უმეტესად 1%-ზე ქვემოთ არის.

· ფინანსური სისტემის ზედამხედველობა - აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მაღალკაპიტალიზებული და მომგებიანი ფინანსური სექტორი გვაქვს. 25 წელია, საქართველოში არც ერთი ბანკი არ გაკოტრებულა. რეგულაციები სრულ თანხვედრაშია მსოფლიოს მოწინავე პრაქტიკასთან; ·

პროგნოზები, მმართველობა და გამჭვირვალობა - ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ქვეყნდება ყველაფერი, მათ შორის პროგნოზები. სებ-ი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე რეგულატორი და ცენტრალური ბანკია. წლიდან წლამდე გამჭვირვალობა კი იზრდება.

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა Central Banking-ის გამჭვირვალობის ჯილდო მოიგო და შემდეგ წლებშიც, მათ შორის დღევანდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას პირობებში, ეროვნული ბანკის გამჭვირვალობა მხოლოდ გაიზარდა; ამ ვითომ კვლევაში, ასევე მოყვანილია Fitch-ის შეფასება ეროვნულ ბანკზე. თუმცა რატომღაც ამ სრულად არაკომპეტენტურ ავტორებს გამორჩათ, რომ 2024 წლის ივნისის რეიტინგში „Fitch BB დონეზე ინარჩუნებს საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. პოზიტიურად აფასებს ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოს და ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს, ასევე მიმდინარე პერიოდში არსებულ დაბალ ინფლაციას. ასევე, ამავე წლის მარტში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თავის შეფასებაში ხაზი გაუსვა ინფლაციის შემცირებას. ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე, სრულად გაუგებარია, რატომ წერენ ამ ვითომ ანგარიშის ავტორები, ნახეთ საქართველოში ინფლაციის მონაცემები რა დონეზეაო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ დგას ამ ანგარიშის უკან და ვის დაკვეთას ასრულებენ ე.წ. ანგარიშის ავტორები. საერთაშორისო რეზერვები - ამ უხეირო კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ წლის ივნისში საერთაშორისო რეზერვები შემცირდა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. მაგრამ რატომღაც ავტორებს აქაც გამორჩათ, რომ გასული წლის აგვისტოში საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს სწორედ ნათია თურნავას მმართველობის დროს მიაღწია. · წარმატება მანდატის შესრულებაში - მოდით ნუ შემედავებით, რომ ფასების სტაბილურობა, სავალუტო სტაბილურობა, გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდა - რაც არის ფორმალური და შინაარსობრივი მიზნები, ეროვნულ ბანკს გადაჭარბებით აქვს შესრულებული და როგორც ჩანს, ეს ვიღაცეებს იმდენად არ მოსწონთ, რომ ქართულ მედიას გასცდნენ და ახლა უცხოური გამოცემების მოსყიდვა დაიწყეს და ამ გზით ცდილობენ ეროვნული ბანკის რეპუტაციის შერყევას", - წერს ოთარ ანგურიძე.