გივი მიქანაძე რადიკალური ოპოზიციის აქციებზე: ყველა რწმუნდება იმაში, რომ ამ ადამიანებს დღითი დღე უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ

გივი მიქანაძე

ყველა დღითი დღე რწმუნება იმაში, რომ ამ ადამიანებს დღითიდღე უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ. უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციის ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„[საპროტესტო აქცია] მათი უფლებაა და ეს პარლამენტის საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის, შესაბამისად, თუკი ისინი კანონის ფარგლებში დარჩებიან, ეს ჩვეულებრივი პროცესია შეკრებების თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის კუთხით. ყველა დღითიდღე რწმუნება იმაში, რომ ამ ადამიანებს დღითიდღე უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ“, - აღნიშა მიქანაძემ.

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად პარლამენტს გარეთ აქციას გამართავენ.