გივი მიქანაძე ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გივი მიქანაძე ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  გაეცნო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძე ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  გაეცნენ.

ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა, რომლის რეაბილიტაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  ახორციელებს, 200 მოსწავლეზეა გათვლილი.  სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობა  საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.