გივი მიქანაძე იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს სათავო ოფისში, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს, სურია საად-ზოის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სურია საად-ზოის ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს პილოტირების სქემაში ზუგდიდისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„აღნიშნული მუნიციპალიტეტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეირჩა.

იუნესკოს წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ჩართულობას იუნესკოს ახალგაზრდობის პროგრამაში და გამოთქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში, განხორციელდეს პირდაპირი კომუნიკაცია შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან და მათი ეტაპობრივი ინტეგრირება პროგრამაში.

შეხვედრას საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.