დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული სუბიექტები ჩართულები არიან იმაში, რასაც აჟღერებს და რის რეალიზაციას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრის ლაშა ტალახაძის სანქცირების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ რუსეთთან დაპირისპირების „ცეცხლი სხვაგან ენთოს“.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული სუბიექტები ჩართულები არიან იმაში, რასაც აჟღერებს და რის რეალიზაციას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ეს ჯგუფი. აქ უნდა გამოვყოთ ორი მთავარი მიმართულება. ერთი, რომ ესენი ფიქრობენ, ამ ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს და დაძაბულობა სხვაგან იყოს, რეალურად, რუსეთის აგრესიული ძალა პოტენციურად სხვა მიმართულებით იყოს განვითარებული პერსპექტივაში და მეორე, რეალურად სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკისა, რასაც ჰქვია მცდელობა, შეცვალონ სახელმწიფოში ხელისუფლება. მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იმ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც ევრობიუროკრატიას სჭირდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ირკვევა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიისპირეთში სანქცირებულ პირთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიუთითა - ის „აგრესიულობით გამოირჩევა“.