საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.