გიორგი ვოლსკი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაზე: ამის შესაძლებლობა არის და ამისთვის საჭიროა მუშაობა - ჩვენ ყოველთვის ვიცავთ დიპლომატიურ ეტიკეტს

ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამის შესაძლებლობა არის და ამისთვის საჭიროა მუშაობა.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავთ დიპლომატიურ ეტიკეტს. ბევრ საკითხებთან დაკავშირებით არ ვართ ხისტი, მაგრამ ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ხაზებია გადასმული. საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის იმ მაჩვენებლებით, რომელსაც თავად ევროპული სტრუქტურები აქვეყნებენ და სადაც შესანიშნავი შედეგები გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.