„მანქანა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს...“ - მეტეხის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
1741118900
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სანქციებს ხელს აწერს ადამიანი, რომლის ოჯახს ბიზნესი რუსეთში ჰქონდა.
„რატომღაც ბალტიისპირელები ძალიან აქტიურობენ. ეს არის ქვეყნები, რომელთა ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს საგარეო საქმიანობას ხელმძღვანელობს ევროკავშირში, მისი ოჯახი იყო დამოკიდებული მნიშვნელოვან წილად შემოსავალზე, რომელიც მიიღებოდა რუსეთში ნაკეთები ბიზნესიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.