„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის მავნებლური იდეის გატარების მცდელობა საქართველოს საზოგადოებაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„ამათთან არ უნდათ არჩევნები, ამათ უნდათ სულელური წინადადებების შემოთავაზება სპეციალურად, რომ როგორმე არ იყოს დაშვებული არჩევნები და ოპოზიციას, ვისაც განზრახული აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, გარკვეულ პირობებს უყენებენ “, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
26 მაისს ოპოზიციის აქციამ მათი მოლოდინი ვერ გაამართლა. კრიტიკის ობიექტი გახდა სალომე ზურაბიშვილი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. ზურაბიშვილის გამოსვლას ნიკა მელია და პაატა ბურჭულაძე გამოეხმაურნენ. გუშინ გამართულ აქციას ესწრებოდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. შეკრებაზე ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გზავნილები.