გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიაზე: მთავარია, ნათელი სურათი დაიხატოს იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე, და რა ძალები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას

ვოლსკი

 მთავარია ობიექტური შეფასება, მთავარი არის ნათელი სურათი დაიხატოს იმისა, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და რა ძალები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

„ასე რომ, ეს არ არის ანგარიშსწორება, ეს არის მაღალი დონის ანალიზის საფუძველზე გასაკეთებელი შეფასებები, რამაც ქვეყანა საბოლოოდ სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტში დღეს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართება.