პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა. მისივე თქმით, საზოგადოება უახლოეს პერიოდში ნახავს, თუ რას ნიშნავს ოპოზიციის "მიცემული სიტყვა".
"პარლამენტში შემოსვლით რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია, ისინი ეცდებიან, თავიდანვე თავიანთი ამომრჩევლები შეაჩვიონ იმ აზრს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი უკეთესად და უფრო მეტი შედეგიანობით იბრძოლებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად. შეთანხმებით ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდებიან, თუკი ამასთან დაკავშირებით ექნებათ შესაბამისი ინსტრუქცია. უახლოეს პერიოდში დავინახავთ, თუ რას წარმოადგენს მიცემული სიტყვა, რას წარმოადგენს "გადაგდება" და "პუფის პოლიტიკა", რომელსაც ისინი 2020 წელსაც შუბლზე ძარღვის გაწყვეტით დემონსტრირებდნენ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.