გიორგი ვოლსკი: მართვადი ქაოსის შექმნა, სადაც შემდეგ თევზს იჭერ და აკეთებ იმას, რაც შენ გინდა - მოგყავს ხელისუფლებაში, ვინც შენ გინდა - ეგ არის დიფსთეითი, სხვა კი არაფერი

გია ვოლსკი

მართვადი ქაოსის შექმნა ამ სიტუაციაში, სადაც შემდეგ თევზს იჭერ და აკეთებ იმას, რაც შენ გინდა - მოგყავს ხელისუფლებაში, ვინც შენ გინდა, როგორც გინდა, ისე მართავ სიტუციას - ეგ არის დიფსთეითი, სხვა კი არაფერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უცხოურ მედიაში გასაჯაროებულ იმ ფინანსურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სქემას, რომლითაც ევროკომისიის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები საფრანგეთსა და იტალიაში მასობრივი არეულობების მხარდამჭერ ორგანიზაციებზე ნაწილდებოდა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელსაც კარგად ესმის არსებული რეალობა.

„ჩვენ, პატარა ქვეყანა, როცა თავს ვიცავთ, ვეყრდნობით იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის რეალობა რაც არის. ამ ბალანსის შეცვლა მხოლოდ ერთი მექანიზმით შეიძლება, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში და ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი იყოს ახალგაზრდა. ჩერგოლეიშვილი რატომ ჩხუბობს, ახალგაზრდებთან ნუ გამოგაქვთ სააკაშვილის ბანერიო. მომგებიანი რომ იყოს, განა იჩხუბებდა? ეძებენ იმ სუსტ ადგილებს, სადაც თავიანთ პროპაგანდას ჩატენიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ევროკავშირში ვითარების შეცვლაში ხედავს.

✕