თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
არის გარკვეული გეოპოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიოში, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. სეგმენტი ძალიან მცირეა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე რეალური ვითარება, რომელიც ზოგადად ჩვენს გარშემო არის შექმნილი გვავალებს, რომ გავიხედოთ ძალიან ფართო დიაპაზონით და შევაფასოთ სიტუაცია არამარტო თბილისსა და სხვა ქალაქში არსებული მდგომარეობით, არამედ იმ საფრთხეებით, რომელიც სამწუხაროდ მსოფლიოს და საქართველოს დაემუქრა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„რასაკვირველია ვერანაირი გამართლება ვერ ექნება აბსოლუტურად გაუგებარ პოზიციას, თუნდაც ჩვენი პრეზიდენტის ან რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულებას იმ საკითხის მიმართ, რასაც ჰქვია არჩევნების შედეგები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. ჩვენს ახალგაზრდებს განსაკუთრებით რამდენჯერაც საჭირო იქნება უნდა ავუხსნათ, რომ ეს საკითხი რომც იყოს თუნდაც ზიზღის გრძნობა გაგაჩნდეს შენი ოპონენტის მიმართ შეურიგებლობა, სრულ ჭეშმარიტებას არ უნდა დაუხუჭო თვალი და ეს ჭეშმარიტება გამოხატა ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობამაც და გამოხატა არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.
ასევე უნდა გავიმეოროთ, რომ წინ ვართ ყველა მაჩვენებლით, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე და ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვუსწრებთ. ამ მოცემულობაში ვიღაცა არ დააკმაყოფილა არჩევნების შედეგებმა და ეს არა არის მხოლოდ ქართული ფენომენი. მსოფლიოში რა პროცესიც მიდის, არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელსაც ეს მდგომარეობა ამ ევრაზიის გზაგასაყარზე ვისაც აწყობს და არსებობს მდგომარეობა, როდესაც უნდა გავითავისოთ, რომ ვიღაცას ეს არ აწყობს.
ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში გადატრიალებას აწყობ, პასუხისმგებლობაც უნდა გაითვალისწინო. რეალობა ის არის, რომ ის ადამიანებიც კი. ვინც არ უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“, ვისაც რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ საქართველოს თუ დაემუქრა ის საფრთხე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მერე მნიშვნელობა არ ექნება ვინ საით იქნება. ერთადერთი რესურსი და მექანიზმი გაქვს სასამართლო. სასამართლომ აუცილებლად მაღალი დონის მტკიცებულებებით უნდა განიხილოს ყველა ეს საკითხი.
ამაზე ისაუბრეს, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელიც გამოხატავს სახელისუფლებო პოზიციას და ერთი საათით ლაპარაკი რა საკვირველია მხოლოდ ამ თემებს არ მოიცავდა.
თქვენ კარგად იცით, რომ სულ ახლა ხანს საფრანგეთში აქციების სერია იყო, ძალიან ბრუტალური შეჯახება მოხდა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის, 11 ადამიანი დაღუპულია, 25 ათასი დაშავებულია, 10 ათასზე მეტი ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. მაკრონისთვის არაფერი საკვირველი იმაში, რაც ხდება საქართველოში, არ არის. მაკრონის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ უფრო სხვა რაკურსით უნდა განვიხილოთ, შეუძლია თუ არა ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას ითამაშოს პოზიტიური როლი, რათა ევროპისათვის ასეთ საგანგებოდ მნიშვნელოვან რეგიონში დესტაბილიზაციის პროცესი არ განვითარდეს. იგივე პოზიცია ექნება აშშ-საც“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.