როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
ლევან ხაბეიშვილს აბსოლუტურად არ აინტერესებს რა მდგომარეობაა საზოგადოებაში, ვინაიდან მათი გეგმა არ შეცვლილა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი გამოეხმაურა „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც იმ პარტიების რეიტინგი მცირდება, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობენ.
„დახურული გეგმები არსებობს და წარსულმა გვიჩვენა, რომ დესტაბილიზაცია ყველა სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მათ შორის მათთვის, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ოპოზიციის მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ გულწრფელები არიან ისინი, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ლევან ხაბეიშვილს აბსოლუტურად არ აინტერესებს რა მდგომარეობაა საზოგადოებაში, ვინაიდან მათი გეგმა არ შეცვლილა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან?
გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა;
10,7% - „ძლიერი საქართველო - ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ - აძლევს ხმას;
10% - „გახარია საქართველოსთვის“;
9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;
7,5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3,2% - „გირჩი“;
1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
1,1 % - სხვა პარტიები.