წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
გიორგი ვოლსკის განმარტებით, სახელმწიფო კონკრეტული კანონებით უპირისპირდება იმას, რომ გარედან შემოსული თანხების დახმარებით ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარდა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დემოკრატიის სტანდარტებისგან შორს არ არის.
„ცეცხლი დაანთეს ამ თანხების მეშვეობით რუსთაველზე, რევოლუციური პროცესი განავითარეს და რასაკვირველია, ამას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო კონკრეტული კანონებით. მრავალმილიარდიანი ფინანსური რესურსების მობილიზება, იმისთვის რათა განავითარონ ის ანტაგონიზმი, რომელიც გარკვეულ დონეზე უკვე შეძლეს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არც ეს კანონი არის იმ სტანდარტისგან შორს, რომელიც დემოკრატიას ახასიათებს. თანამშრომლობა არის ჩვენი მოთხოვნა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. გრანტის მიღება ყველას მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება. გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს. საქართველოს მთავრობის ნებართვა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს