ხანძარი იმერეთში - არის მსხვერპლი
1776368360
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლები მსოფლიოს რეგიონებში მოგზაურობენ, ეცნობიან სიტუაციას და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აყალიბებენ. გაერო-ში ერთი ხმა აქვს როგორც დიდ, ასევე მცირე ქვეყნებსაც. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რა გამოწვევები არსებობს ქვეყნის წინაშე, რას ნიშნავს ოკუპაცია. რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ გაერო-ში განსახილველად, მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებს. შეხვედრისას რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე და გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ხანძარი იმერეთში - არის მსხვერპლი
1776368360
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1776367026