გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში

გიორგი ვოლსკი

ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის საელჩოს მიერ საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

ვოლსკის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაპირისპირების წასახალისებლად.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ წახალისდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათთვის სასარგებლო მარიონეტული ხელისუფლების მოყვანაზეა ორიენტირებული. ამას კიდევ თავისი განსაკუთრებული მიზანი აქვს, საქართველო საზარბაზნე ხორცად უნდა იქცეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა დღეს მოქმედებს როგორც კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მქონე გაერთიანება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ევროკავშირის საელჩო საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.