ჩინეთში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევა შეუძლია
1740232022
ამ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ, ეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც რუსული ორბიტა, რომელზეც შეიძლება საქართველო მოხვდეს და ასცდეს ევროინტეგრაციის გზას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის დაფინანსებით „რუმსში“ ტრენინგები ჩატარდა და სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.
„ახალგაზრდას, რომელსაც არ აქვს დიდი ინფორმაცია და შეიძლება არ აქვს ანალიტიკური რესურსები იმისათვის, რათა შეაფასოს მდგომარეობა, შენ ჭკუაზე მოიყვან, მითუმეტეს თუკი დააფინანსებ. ამ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ, ეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც რუსული ორბიტა, რომელზეც შეიძლება საქართველო მოხვდეს და ასცდეს ევროინტეგრაციის გზას რაც თეორიულადაც არ არსებობს და მითუმეტეს, პრაქტიკაში არც ერთხელ არ გადადგმულა ასეთი ნაბიჯი 2012 წლიდან მოყოლებული. ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ახალგაზრდები, ხელისუფლება შეცვალონ და თავისი გავლენა დაამკვიდრონ სამხრეთ კავკასიის ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დახურული შეხვედრები თბილისში - ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგების სერია დღეს დასრულდა. „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.
შეხვედრები სამი დღის წინ დაიწყო და როგორც თავად აცხადებდნენ, საუბრის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც იყო.