გიორგი ვოლსკი: ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული

გიორგი ვოლსკი

ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ

„მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლის ღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.