„გვირაბში, ბავშვებით გადავსებულ მანქანას ვიღაც შეასკდა...“ - რას წერს სოციალური ქსელი მომხმარებელი
1750321586
ყოველთვის უნდა ვიმსჯელოთ შედეგის მიხედვით - რა მივიღეთ შედეგად; შეცდომა იყო ეს (ჰექტრობით ტერიტორიის გადაცემა ოკუპანტის ხელში) თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული?, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ საკითხზე საზოგადოება შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.
„გარდა ამისა, ამის გამო, მთელი რიგი და პრობლემები შეიქმნა, რაც უნდა იყოს შეფასებული სიღრმისეულად და გაანალიზებული. დარწმუნებული ვარ, რომ კომისია არ შეცდება და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც შესაბამის დასკვნებს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დღეს კიდევ ორი პირი გამოიკითხება.