ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
უკრაინისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები უპილოტო საფრენ აპარატებზე მომუშავე ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა კიევში პოლონელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოპერატიულ ჯგუფში შევლენ უკრაინის და პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. როგორც შმიგალმა აღნიშნა, ეს ჯგუფი გახდება პლატფორმა კოორდინაციისთვის და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებისთვის.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯზე. პირველი არის უპილოტო საფრენ სისტემებთან დაკავშირებით ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნა, რომელშიც უკრაინისა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შევლენ“, – განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ორივე ქვეყანა უახლეს თავდაცვის ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ახალ პროექტებს დაიწყებს, რომლებმაც უნდა გააძლიერონ ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. მინისტრის თქმით, ოპერატიული ჯგუფის ცენტრალური ელემენტი ერთობლივი სწავლების პროგრამები იქნება.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში კიევში დღეს დილით ჩავიდა. მისი განცხადებით, პოლონეთი ითანამშრომლებს უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციის უნარების შეძენის კუთხით.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა უკრაინაში პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უკრაინის გამოცდილების შესასწავლად.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 20-მდე რუსული დრონი შეიჭრა.