გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან შემაფრთებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ძალიან შემაფრთებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა, მივესალმო საქართველოს. მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად წარუდგინა ბრალდება. ვაშაძესთან ერთად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაიწყო.