„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზაცია ჩვენი გუნდისთვის იყო, არის და იქნება მიუღებელი, რადგან ძალადობას და რადიკალიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია, გარდა რისკებისა და პრობლემებისა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული დამხობის სცენარები.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ტიპის დამხობას, დამხობისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოწოდებას არ შევუერთდებით. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზაცია, ამიტომ მივდივართ „ოცნების“ წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში არჩევნების გზით, ანუ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ „ოცნების“ დამარცხებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები დამხობისკენ მით უფრო მიუღებელია და, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არ ვიქნებით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
„გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მომხდარი ფაქტი არის მიუღებელი, დასაგმობი და აღმაშფოთებელი, რომ გერქვას კაცი, თბილისელი, ქართველი, გამოდიოდე და პატარა გოგოებს, ქალებს მუშტით უსწორდებოდე. ეს არც კაცურია, არც ღირსეულია, არც თბილისურია და, რა თქმა უნდა, დასაგმობია. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი იქ, სადაც საჭიროდ თვლიან. ვინც ხელისუფლებაშია, მათ აქვთ პასუხისმგებლობა, მშვიდობიანი პროტესტი მოითმინონ და პროტესტს ძალადობით არ უპასუხონ. არ უპასუხონ იმ საშინელი აგრესიით, რაც ჩვენ ვნახეთ მელიქიშვილის ქუჩაზე ორი დღის წინ. ეს მათი ვალდებულებაა. ხელისუფლებას საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს, მოქალაქეებს – საკუთარი. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზმი, მაგრამ ე.წ. ხელისუფლება როდესაც სხვის რადიკალიზმზე საუბრობს, უნდა შევახსენოთ, რომ თავად არიან ყველაზე დიდი რადიკალები, რადგან მათ რაც იქ იკადრეს, ამას არავინ, არცერთი ღირსეული ადამიანი არ იკადრებს.
ნებისმიერი ტიპის დამხობაზე საუბარი თუ ვინმეს აძლიერებს და აწყობს, პირველ რიგში, არის „ოცნება“ და ეს საჩუქარია მისთვის. სწორედ ამ ტიპის სცენარებით გადის „ოცნება“ ფონს. ასეთ დეგრადირებულ რეჟიმს დაემსგავსა. ნაცვლად იმისა, ზრუნავდეს ამ ქვეყნის განვითარებაზე და იმაზე, როგორ შესთავაზოს უკეთესი მომავალი მოქალაქეებს, დაკავებულია იმით, რომ აპროვოცირებს ახალგაზრდა ადამიანებს იმის გამო, რომ მეორე დღეს მათი რადიკალური ქმედებები გადაიღოს, ეს პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენოს და საკუთარ მომხრეებს აჩვენოს, როგორი რადიკალები არიან პროტესტანტები. ამიტომ ცოტა მეტი ჭკუა, გონება, მათ შორის, ცივ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილებები მართებს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დამხობისკენ და სხვადასხვა ტიპის რადიკალური სცენარებისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროტესტზე განაცხადა, რომ „პროტესტის მთავარი კერა უნდა იყოს სწორედ მელიქიშვილი, ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო და 4 ოქტომბერს მელიქიშვილიდან უნდა დავიძრათ რუსთაველის გამზირისკენ“.