ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
გიორგი გახარია არის ძალიან ეფექტური დღეს ევროპაში, ახერხებს იმასაც, რომ იმუშაოს მაქსიმალურად ევროპელ პარტნიორებთან, რათა ქვეყანას შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნება“ უვიზო მოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებს.
„ბინადრობის მოპოვება არის ჩვეულებრივი პროცედურა, ამაში რამე განსაკუთრებული სიახლე არ არის. გიორგი გახარია რომ იმყოფება ევროპაში, ესეც კარგად იცით. გიორგი გახარია „ოცნებას“, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებს იმ საჩუქარს, რომ ჩამოვიდეს და „ოცნებამ“ შეუზღუდოს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. ის არის ძალიან ეფექტური დღეს ევროპაში, ახერხებს იმასაც, რომ იმუშაოს მაქსიმალურად ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ქვეყანას შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც დიდი საფრთხის წინაშე დგას.
მოგეხსენებათ, „ოცნება“ სხვა გზას არ უტოვებს ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და არაფრის გაკეთებას არ აპირებს, რომ უვიზო მოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს. ამას აკეთებს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ თავიდან აირიდოს პერსონალური სანქციები და უვიზო მიმოსვლასა და პერსონალურ სანქციებს შორის არჩევანს აკეთებს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაზე. ეს მათი ოცნებაა, რომ საქართველომ დაკარგოს მართლაც უვიზო მიმოსვლა, ეს არის მათი ოცნება, სამწუხაროდ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამასთან, შარაშიძის განმარტებით, გიორგი გახარია რა ფინანსებითაც ცხოვრობდა საქართველოში, იგივე ფინანსებით ცხოვრობს გერმანიაში.
„გერმანიაში ცხოვრება, სამწუხაროდ, ქართველებისთვის არის კიდევ უფრო იაფი, ვიდრე თბილისში ცხოვრება, ძალიან კარგად იცით, თბილისის ფასები ყოველდღიურად როგორ იზრდება ყველაფერზე, გერმანიაში ცხოვრებას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ფინანსები, როგორც თბილისში ცხოვრობდა, ისე ცხოვრობს იქაც. მის დანაზოგებზე მე რა უნდა გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, გიორგი გახარია კი არა, ათასობით ქართველი ცხოვრობს გერმანიაში, მარტივი რომ არის იქ ცხოვრება, გაცილებით დაბალი ფასები და ასე შემდეგ, იმიტომ მიდის ნახევარი საქართველო და გაქცეულია „ოცნების“ პირობებში ამ ქვეყნიდან. ეს თემა არის თითიდან გამოწოვილი და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ პრობლემებთან, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.