გიორგი მამაცაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: გურამ შარაძის მკვლელობით მათ მიაღწიეს მიზანს, ამით პროფესურა, აკადემიკოსები, ის ინტელიგენცია, ის ნაღები საზოგადოება ქართველებისა დააშინეს, რომ თუ ხვალ არ იქნები ჭკვიანად იგივე ბედი გელის, რაც მოუვიდა გურამ შარაძეს - ეს იყო მთავარი მესიჯი იმ პერიოდის ხელისუფლებისა

გიორგი მამაცაშვილი\

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გურამ შარაძის მკვლელობის მიზანზე ისაუბრა.

გიორგი მამაცაშვილის განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია მიზანს, ამით პროფესურა, აკადემიკოსები, ის ინტელიგენცია, ის ნაღები საზოგადოება ქართველებისა დააშინეს, რომ იგივე ბედი ეწოდათ, რაც გურამ შარაძეს, სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი იმ პერიოდის ხელისუფლების.

„გამომცემლობა „სამშობლოში“ ვიყავი როდესაც ბატონმა არმაზმა დამირეკა, ცხონებულმა სანებლიძემ. ეხლა მოვდიოდი რედაქციისკენო და დავინახე გურამ შარაძეს ესროლეს შანიძის კუთხეშიო. ეგრევე გავვარდი დაახლოებით ხუთ წუთში ადგილზე ვიყავი. ფოტოაპარატით ფეხით ავირბინე. ერთ-ერთი პირველი კადრები მისი გარდაცვალების შემდგომი ჩემი გადაღებულია. რა თქმა უნდა, შემოღობეს ტერიტორია, იქ არც მკვლელს მაჩვენებდა მე არავინ და არც ჩემს დასანახად დაიჭერდნენ. თუმცა რუსუდან შარაძეს აქვს საკმაოდ დიდი ძიება ჩატარებული გურამ შარაძის მკვლელობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ახლა მკვლელზე და მკვლელობის იმ დეტალებზე არ მინდა საუბარი. გურამ შარაძის მკვლელობით მათ მიაღწიეს მიზანს, ამით დააშინეს პროფესურა, აკადემიკოსები, ის ინტელიგენცია, ის ნაღები საზოგადოება ქართველებისა დააშინეს, თუ ხვალ არ იქნები ჭკვიანად იგივე ბედი გელის რაც მოუვიდა გურამ შარაძეს - ეს იყო მთავარი მესიჯი იმ პერიოდის ხელისუფლებისა“,- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.