1755268963
გიორგი კალანდარიშვილი: ცესკომ დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს

სწავლების ცენტრთან ერთად, ინსტიტუციამ დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, კომისიების დაკომპლექტების შემდგომ ტრენერები მთელი 1 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად, 10 ათასობით საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს გადაამზადებენ.
„დღეს სწავლების ცენტრთან ერთად, ინსტიტუციამ დაიწყო მისთვის ერთ-ერთი საკვანძო და სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტული მიმართულების და პროექტის განხორციელება. ეს არის ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს, რომლებიც კომისიების დაკომპლექტების შემდგომ, მთელი 1 თვის განმავლობაში, რამდენიმე ეტაპად გადაამზადებენ 10 ათასობით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდგომ არჩევნების ჩატარებას“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების გადამზადება დაიწყო.