თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ის ქვეყნები, სადაც აქამდე საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის გამოცდილება არ გვქონია არის: არაბთა გაერთიანებული საემიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია და ავსტრალიის თანამეგობრობა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„წინა წლებთან შედარებით პირველად არის, როდესაც აშშ-ში ნიუ-იორკში სამი საარჩევნო უბანი იქნება, იტალიაში ქალაქ მილანში და გერმანიაში ქალაქ შტუტგარტში შეიქმნება თითო-თითო საარჩევნო უბანი. სულ 42 სახელმწიფოში 60 საარჩევნო უბანი შეიქმნება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი ამ საარჩევნო უბნების შექმნას. სხდომის დასაწყისშივე გავაკეთე განცხადება, რომ ეს არის სამართლებრივი სივრციდან საკითხის გატანის და გარკვეული პოლიტიკური მოტივების მიწებების მცდელობა, რომ თითქოს მიზანმიმართულად ინსტიტუცია არ უქმნის ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს საარჩევნო უბნებს.
23-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა რაოდენობა ხვდება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000-ის შემთხვევაში.
იყო მცდელობა წინასაარჩევნო პერიოდში იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა განხორციელებულიყო, თითქოს შესაბამისი მომართვის საფუძველზე ინსტიტუციას ჰქონდა შესაძლებლობა შეექმნა დამატებითი უბნები, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა