გიორგი კახიანი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ავრცელებენ სრულიად ანტიქართულ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი ფორმით ცდილობენ თავიანთი პატრონების მხრიდან გარკვეული მხარდაჭერის მოპოვებას

 გიორგი კახიანი

ავრცელებენ სრულიად ანტიქართულ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

დეპუტატი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ასეთი ფორმით ცდილობენ თავიანთი პატრონების მხრიდან გარკვეული მხარდაჭერის მოპოვებას. ასეთ გამოსვლებს მოაყოლებენ იმას, რომ იქნება საქართველო დასანქცირდეს, უვიზო რეჟიმი გაუქმდეს და ა.შ.“, - აღნიშნა კახიანმა.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სიტყვით გამოვიდა. მან სახელმწიფოს „რუსული მეთოდებით მართვაზე“ ისაუბრა და პარტნიორებს მოუწოდა, „ნუ დატოვებენ საქართველოს მოქალაქეებს მარტო".

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიგაურმა ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა.

✕