გიორგი კახიანი: გახარიასთან მიმართებაში იმდენი ბრალდება გაჟღერდა, მისივე ინტერესი უნდა იყოს საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება

ქალბატონი სალომე რომ ცდილობს რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბდეს, ამას კარგა ხანია საზოგადოება თვალს ადევნებს - გიორგი კახიანი

გახარიასთან მიმართებაში იმდენი ბრალდება გაჟღერდა, მისივე ინტერესი უნდა იყოს [საგამოძიებო კომისიაზე] გამოცხადება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„გახარიასთან მიმართებაში იმდენი ბრალდება გაჟღერდა, მისივე ინტერესი უნდა იყოს [საგამოძიებო კომისიაზე] გამოცხადება, თუ მართალია და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გააბათილოს ბრალდებები. არგამოცხადება კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ რაც ითქვა, ყველაფერი სიმართლე იყო. ბევრი კითხვა რჩება, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არგამოცხადებაზე ვნახეთ რა შედეგები მოჰყვა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან იმ პირების მიმართ, ვინც არ გამოცხადდა კომისიაზე“, - აღნიშნა კახიანმა.