„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
"კურიერის" ინფორმაციით, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და "გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრს, გიორგი ჭანტურიას კითხეს, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"არ ვიცი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ვის ხვდება იქ? ფოტო-მასალა არსებობს? ვინმემ იცის, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში არიან? გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნდება მაშინ, როცა ის ამას ჩათვლის საჭიროდ. ამაზე თავად გიორგი გახარია გასცემს უკეთესად პასუხს, ვიდრე მე", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.