გიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია. მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება

გიორგი გაბუნია

საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან, გამოწვევებთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის კვლევის შედეგებს, რომელიც მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოაქვეყნა.

„თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. შესაბამისად, შედეგები, რომელიც აქვს მთავრობას მუშაობის კუთხით, იძლევა სანდოობის იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ამ კვლევებით დასტურდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

„მსოფლიო ბანკმა“ გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

✕