1749064311
გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ხედვები და ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებიც კულტურის პოლიტიკის გაძლიერებასა და დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.
კულტურის კომიტეტის წევრებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასვლითი სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან და კომიტეტის წევრებთან.