გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ამილახვარი მინისტრის პოსტს  2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა. გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. მანამდე ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმაც, მისი გადადგომა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან წულუკიანი ქართული ოცნების საარჩევნო სიაშია. მისგან განსხვავებით გიორგი ამილახვარი სიაში არაა.