გიორგი აბაშიშვილი: სახელმწიფო მოხელეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხაზს უსვამენ საქართველოს განსაკუთრებულ როლს, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ევროკავშირს

გიორგი აბაშიშვილი

არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, ფორუმის მონაწილეებმა, სადაც ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხაზი გაუსვეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს ამ მიმართულებით.

„სახელმწიფო მოხელეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასეულობით ქვეყნის წარმომადგენელია აქ წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო მოხელეები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისე ანალიტიკოსები, ისე მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საკმაოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან აქ ფორუმზე წარმოდგენილები ხაზს უსვამენ საქართველოს განსაკუთრებულ როლს. ვინაიდან ენერგეტიკა და ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოება დღეს ევროპის და აზიის კავშირების გარეშე წარმოუდგენელია. რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტად ვჭირდებით ჩვენ. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, როგორც გვჭირდება დასავლური სამყარო მეტი განვითარებისთვის, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს, ანალოგიურად ვჭირდებით დასავლურ ცივილურ სამყაროს.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი საარჩევნო ციებ-ცხელება დასრულდება და საარჩევნო პოლიტიკური მოტივირებული პროპაგანდა, შეიძლება ასე ითქვას დასრულდება, მე დარწმუნებული ვარ საქართველო შეძლებს მისი პროგრესის კიდევ უფრო ახლოს მიტანას ჩვენს ევროპელ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.