„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
პროფესორი, გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ამონარიდს აქვეყნებს The Telegraph-ის სტატიიდან, სადაც საუბარია, რომ შეერთებული შტატებს სურს მიიღოს, კიევის მიერ მინერულური რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის 50%. ისევე როგორც უკრაინის მიერ მესამე ქვეყნებზე გაცემული ყველა ახალი ლიცენზიის ნახევარი.
„შეერთებულმა შტატებმა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაში უკრაინას დაუწესა უარესი პირობები, ვიდრე რეპარაციები, რომელიც გერმანიას უნდა გადაეხადა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ასევე, ეს პირობები უარესია, ვიდრე სანქციები, რომელიც დაუწესეს ბერლინსა და ტოკიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წერს The Telegraph, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ამ დოკუმენტის პროექტი.
ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით, შეერთებული შტატებს სურს მიიღოს, კიევის მიერ მინერულური რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის 50%. ისევე როგორც უკრაინის მიერ მესამე ქვეყნებზე გაცემული ყველა ახალი ლიცენზიის ნახევარი.
„თუ ეს პროექტი მიიღება, უკრაინის მშპ-ში ტრამპის მოთხოვნები უფრო დიდ წილს დაიჭერს, ვიდრე გერმანიისათვის ვერსალის ხელშეკრულებით დაწესებული რეპარაციები“, - ნათქვამია სტატიაში.
The Telegraph ასევე წერს, ეს "უტოლდება შეერთებული შტატების მიერ უკრაინის ეკონომიკურ კოლონიზაციას ლეგალურ საფუძველზე". ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 500 მლრდ. დოლარია.
ძალიან უსამართლო მგონია უკრაინისადმი ასეთი დამოკიდებულება“,-წერია გამოქვეყნებულ პოსტში.