მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.
„როცა ჩვენ ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, თუ ამ მართვაში სრულფასოვან მონაწილეობას საქართველო არ მიიღებს, მაშინ, „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა აცხადებდა, რომ ფულს სუნი არ ასდის. დღეს, მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, ექსპერტების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში. ჯერ ვერ ვიტყვი, კი არ გიმალავთ რაიმეს. ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს. რა თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, ამაზე გაცილებით უფრო კომპეტენტური პირები ისაუბრებენ. დაახლოებით უკვე გითხარით, მეტი პასუხი არ მაქვს. ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ (Inter RAO UES) სანქციები დაუწესა. „ინტერ რაო“ ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100 %-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. თავის მხრივ, Silk Road Holdings-ი კომპანია „თელასის“ აქციათა 75.108%-ს და კომპანია „თელმიკოს“ აქციათა 75.471%-ს პირდაპირ ფლობს.