1761825060
გია ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი დარღვეული აქვს, კანონები თუ კონსტიტუცია, ამ ადამიანებმა პოლიტიკური სივრციდან თავად მოიკვეთეს თავი
 
                                                                საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი დარღვეული აქვს, როგორც კანონები, ასევე კონსტიტუცია.
როგორც გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ ადამიანებმა პოლიტიკური სივრციდან თავი თავად მოიკვეთეს.
„პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი დარღვეული აქვს, კანონები თუ კონსტიტუცია. მათი მიზანი რევოლუციაა, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია – „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა თუ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება. ამას პოლიტიკური პარტია არ ჰქვია. ამ ადამიანებმა პოლიტიკური სივრციდან თავი თავად მოიკვეთეს. ახლა კონსტიტუციის შესაბამისობაში დაფიქსირება ხდება იმ სარჩელის, რაც საკომსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
 
                                                     
                                                     
                                                    











