თურქეთში, სასტუმროში ხანძრის საქმეზე 11 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ხანძარი თურქეთში

თურქეთში სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძრის საქმეზე 11 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სასტუმროს მფლობელი ჰალიტ ერგული იმ 11 ბრალდებულს შორის იყო, რომლებსაც ბოლუს პროვინციის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ერგულის გარდა, ბრალდებულებს შორის იყვნენ სასტუმროს საბჭოს წევრები, მენეჯერები და პერსონალი, ასევე მერის მოადგილე და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.

ექსპერტების თქმით, სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროს არ ჰქონდა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები.

იანვარში, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბოლუს მთებში მდებარე სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმრო Grand Kartal Hotel-ში ხანძარმა 78 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა შორის 34 ბავშვი იყო. ხანძრის შედეგად 137 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი გაუჩნდა 12-სართულიან შენობაში მდებარე რესტორნის იატაკს, სადაც 238 სტუმარი იმყოფებოდა. პანიკაში მყოფი სასტუმროს სტუმრები შუა ღამით ფანჯრებიდან ხტებოდნენ.