როდემდე გაგრძელდება რთული მეტეოროლოგიური პირობები ქვეყანაში - სინოპტიკოსების განცხადება
1740486748
დარწმუნებული იყავით, ხალხის დასახმარებლად არცერთი რესურსი არ არის დატოვებული, არც ფინანსური და არც ტექნიკური, ვინმეს თუ რაიმე რესურსი გააჩნია, შესაბამის სტრუქტურებთან მოილაპარაკონ და დაეხმარონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოხალისეობის იდეა ეს არის, მაგრამ ვინც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სერიოზულად სცოდავს.
„უმძიმესი მდგომარეობაა. სტიქიის შემოტევა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გვინახავს, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიებსა და უშველებელი ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებში. საქართველოს დღეს ასეთივე პრობლემა აქვს. ვინმეს თუ დახმარების რაიმე რესურსი გააჩნია, უნდა დაეხმაროს, მაგრამ სტიქიაშიც რომ ბოროტება გამოიყენო პოლიტიკური მიზნით და ქვეყანას დააბრალო, თითქოს, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, რა მიზეზი უნდა გქონდეს, რომ ყურადღება არ მიაქციოს ან ინდიფერენტული იყოს? – ეს წარმოუდგენელია. მიზანია, ხელისუფლება ისე დახატონ, თითქოს, არაფერზე წუხს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ასე მოხდა შოვის ტრაგედიის დროსაც.
„ხელისუფლების წარმომადგენელს როდესაც დააბრალეს, რომ იცოდა, რაც მოხდებოდა, თავისი შვილები გაიყვანა და ხალხი ისე დაღუპა, რომ არ გააფრთხილა. ზუსტად იგივე მეორდება. უმძიმესი მდგომარეობაა და ყველაფერი კეთდება, რათა ადამიანები გამოიყვანონ. დარწმუნებული იყავით, არცერთი რესურსი არ არის დატოვებული, არც ფინანსური და არც ტექნიკური ამ ხალხის დასახმარებლად. თუ ვინმეს რაიმე რესურსი გააჩნია, შესაბამის სტრუქტურებთან მოილაპარაკონ და დაეხმარონ. მოხალისეობის იდეა ეს არის, მაგრამ ვინც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სერიოზულად სცოდავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.