გია ვოლსკი გრიგოლ ვაშაძის და თემურ იაკობაშვილის ცხინვალთან დაკავშირებულ ინტერვიუებს აზიარებს - „კარგად მოუსმინეთ ორივეს! გეგონება შეთანხმებული ჰქონდათ. მოვლენების “კალენდარს” თუ გაეცნობი, სხვა დასკვნას ვერც გააკეთებ“

გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში 2008 წელს, „ნაცმოძრაობის“ საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის და სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილის ვიდეოს აზიარებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, თუ კარგად მოუსმენ ზემოთ ხსენებული პირების ინტერვიუს და მოვლენების “კალენდარს” გაეცნობი, დაასკვნი, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას შეთანხმებული ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარი.

„კარგად მოუსმინეთ ორივეს!გეგონება შეთანხმებული ჰქონდათ.მოვლენების “კალენდარს” თუ გაეცნობი, სხვა დასკვნას ვერც გააკეთებ.- მოლაპარაკებების ფორმატები ჩაშალეს.- ⁠რუსეთი არაფერ შუაშია, სეპარატისტების ოინებიაო.- ⁠განგაში არ ატეხეს.- ⁠ხალხი არ გამოიყვანეს (მსხვერპლი დიდია).- ⁠ისროლეს 7 ში, საკონსტიტუციო წესრიგს ვაღდგენთო, თავად გადაიღეს და მსოფლიოს მოსდეს.- ⁠რუსეთი სეპარატისტების დასახმარებლად შემოვიდა 8 შიო.- ⁠ჩვენი ბრალიაო, ხელი მოაწერეს საერთაშორისო დოკუმენტს. კასეტური იარაღიც გამოვიყენეთ და რუსეთის ქმედება საპასუხო იყოო.- ⁠სასამართლოებს არ მიმართეს- ⁠რუსეთის აგრესიის მტკიცებულებები გადამალეს.რა მნიშვნელობა აქვს ამის მერე როგორ ლანძღავდნენ რუსეთს, რომ არ მოვსულიყავით და საერთაშორისო სასამართლოები არ მოგვეგო, ალბათ სამხედროებსაც დააჭერინებდნენ“, - წერს გია ვოლსკი.