ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1762194964
გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება. ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია, რომ დემოკრატიისგან უკან დახევა ხდება, საგარეო კურსი შეიცვალა და არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომლის გამოქვეყნებაც ხვალისთვის არის დაგეგმილი.
„ამ უსაფუძვლო ბრალდებებს თუ გაჰყვნენ და კუბილიუსის, იუკნევიჩიენეს, კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანაფიქრი ძალიან მძიმე და აშკარაა. მათი მოსაზრებით, საქართველოს დანიშნულება საზარბაზნე ხორცად ქცევაა. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის მოვლენებს და სხვა უამრავ ფაქტს გაიხსენებენ, რომლებიც მათ მიერვე მხარდაჭერილი აქციების ორგანიზებას უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.