გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი იგივეა, რაც 2012 წლიდანაა: "ოცნება" მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი "კოლექტიური ოპოზიცია" სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს

გია აბაშიძე

რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია.

„რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს.რომ შევკრიბოთ ეს ათი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური ნამცეცი, მივხვდებით, რომ უტიფარი „ნაცლუზერობა“ შეუცვლელი მოცემულობაა.ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვის აბარებს ქვეყნის სადავეებს, ნაცმანქურთებს კი ის უკიდურესად არაკომფორტული რეჟიმი შერჩენია, სადაც მათთვის მთავარია არაფრისმომცემი პროცესი, ტყუილი, დრამატიზაცია-მეზღაპრეობა, ხელისუფლების მაქსიმალური დემონიზაცია და კიდევ ერთი ისტორიული მარცხის „ზეიმი". - წერს აბაშიძე.

✕